საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი
|
მაია
ჭაღიაშვილი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები(შეზღუდული შესაძლებლობების, ჩამოჩენილი
ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში არ
არიან.
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მარკ ტვენი -
„ტომ სოიერის თავგგადასავალი“(სკოლაში)
|
გაკვეთილის ტიპი
|
ჯგუფური
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები
შეძლებენ წარმოთქმული ფრაზებით პერსონაჟების ამოცნობას, დაამუშავებენ ტექსტის
მიხედვით. ისაუბრებენ მათ დადებით და
უარყოფით თვისებებზე; მთავარ სათქმელზე; გაავლებენ პარალელს თანამედროვე სკოლის
მასწავლებელთან.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მიზნები და შედეგები/სტანდარტები
|
ქართ. V. 2. მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფური
და ინდივიდუალური
საკომუნიკაციო ამოცანების
განხორციელება.
მოსწავლეები მკაფიოდ, ცხადად აყალიბებენ განსახილველი საკითხის არსს,
პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას.
ქართ. V. 8. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
ჟანრის მხატვრული
ტექსტების წაკითხვა
და ადეკვატურად
გაგება-გაანალიზება.
მოსწავლე აანალიზებს პერსონაჟებს, ამოიცნობს და აჯგუფებს დადებით -
უარყოფით თვისებებს. განსაზღვრავს მათ როლს სიუჟეტის განვითარებაში. ავლებს
პარალელს.
|
შეფასების საგანი და
პროცედურება
|
განმავითარებელი
შეფასება, დისკუსიის შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
მოსწავლეების
თვითშეფასების რუბრიკა
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
მოსწავლის სახელმძღვანელო
მე-5 კლასი. (ცარცი,
დაფა, თაბახის
ფურცლები, კალამი, მარკერი)
ავტორი ნათელა
მაღლაკელიძე
გამომცემლობა
„მერიდიანი“
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან ტექსტი და შეუძლიათ პერსონაჟების დახასიათება, დადებით და უარყოფით
მხარეებზე მსჯელიბა, გაანალიზება და
შეფასება. პარალელის გავლება.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხი-1წთ
მოსწავლეების
სხედან ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
I ფაზა(A) -გამოწვევა
აქტივობა 5 წთ
მოსწავლეებს
გამოწვევისა და მობილიზების მიზნით, დავურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს,
რომლებზეც წერია პერსონაჟების მიერ წამოთქმული ფრაზები და გაერთიანდებიან ამის
მიხედვით(ტომის ფრაზები-1-ლი ჯგუფი, ჰეკის ფრაზები- მე-2 ჯგუფი, მასწავლებლის
ფრაზები-მე-3 ჯგუეფი).
II ფაზა(B) -ტექსტზე და წყაროზე
მუშაობა
აქტივობა 15
წუთი
1-ლი ჯგუფი კითხულობს
ტექსტში მონიშნულ ადგილებს ტომის
შესახებ;
მე-2 ჯგუფი
კითხულობს ჰეკის შსახებ;
მე-3 -
მასწავლებლის შესახებ.
III ფაზა(C) -პრეზენტაცია
აქტივობა-10
წუთი
ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ დამუშავებული ტექსტისა
და კითხვების საფუძველზე პრეზენტაციას
IV ფაზა(D) -დისკუსია
აქტივობა
10 წუთი
სადისკუსიო
თემა : მასწავლებლის ქცევა და დამოკიდებულება
მოსწალეების მიმართ
|
საშინაო დავალებად
|
საშინაო
დავალება: მასწავლებლის დახასიათება-შეფასება.
|
მოსწავლეთა შეფასება კომენტარებით
|
შეფასების
რუბრიკების მიხედვით
4 წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
This comment has been removed by the author.
ReplyDelete